Saturday, August 17, 2013

ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრი კარგი პერიოდის გამოყოფა შემიძლია. ყველაზე საუკეთესო მათ შორის კი იყო სტუდენტობის წლები. ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში, განსაკუთრებით პრაქტიკების დროს, შემოვიარეთ თითქმის მთელი საქართველო.  შორეული პრაქტიკა გავიარე ციმბირში. ვნახე ციმბირის ულამაზესი ბუნება ,მათ შორის მსოფლიოს ყველაზე ღრმა ტბა-ბაიკალი. მასში 336 მდინარე ჩაედინება , გამოდის ერთადერთი-ანგარა ,რომლის სათავე ნახევარი კილომეტრია და ამ სათავიდან გემით შევცურე ტბაში.

Thursday, August 15, 2013

ოკრიბის სასარგებლო წიაღისეული



  პროექტის სახელწოდება: ,,ოკრიბის სასარგებლო წიაღისეული“ 
პროექტის მთავარი იდეა (თემა): ოკრიბა არც  თუ ისე ღარიბია სასარგებლო წიაღისეულით . მინდა მოსწავლეებმა  მოიძიონ მასალები და გაიგონ რა სიმდიდრეა ჩვენს მხარეში. 
პროექტის აქტუალობა: ეს თემა აქტუალურია იმიტომ, რომ სასარგებლო წიაღისეული გამოლევადი  ბუნებრივი რესურსია  და განსაკუთრებული  მოფრთხილება და დაცვა სჭირდება                 
პროექტის მიზნები: ოკრიბაში არსებული წიაღისეული  სიმდიდრეების დადგენა, შესწავლა. ნიმუშებისა და მზა ნაკეთობების მოპოვება. გეოგრაფიის კაბინეტის შევსება (ჩვენ ვცხოვრობთ ოკრიბის „დედაქალაქ“ ტყიბულში, სადაც მოიპოვება ოკრიბის მთავარი სიმდიდრე ქვანახშირი)  
მონაწილეთა ასაკი: მეცხრე კლასის მოსწავლეები

ვადები/ხანგრძივობა:  ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:შეგროვდება წიაღისეულის ნიმუშები,მზა ნაკეთობები. გეოგრაფიის კაბინეტში მოეწყობა ოკრიბის სასარგებლო წიაღისეულის კუთხე.დაიწერება რეფერატი, შეიქმნება ფოტოალბომი, ვიდეოფირი
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ადამიანური რესურსი, ტრანსპორტი, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, ხელსაწყოები ნიმუშების მოსაპოვებლად(ბარი, ნიჩაბი, წერაქვი) ფურცელი, კალამი, ქსეროქსი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეებს გავაცნობ  სამუშაო გეგმას,დავუნაწილებ  სამუშაოს. პირველ რიგში მოიძიონ თეორიული მასალა ბიბლიოთეკებში, შემდეგ ნიმუშების მოპოვება ფოტო და ვიდეომასალის შეგროვება. მათი მოწესრიგება. პრეზენტაციის მოწყობა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ გეგმასთან  კავშირი: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ბუნებისმეტყველება,
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ნარგიზი იმნაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:nimnadze1953@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:nimnadze1953.blogspot.com






Wednesday, August 14, 2013

ნარგიზი იმნაძე

მე, ნარგიზ იმნაძე, დავიბადე 1953 წელს ქალაქ ტყიბულში. 1960 წელს შევედი ტყიბულის #2საშუალო სკოლის პირველ კლასში. 1965 წელს გა დავედი ახლად დაარსებულ მეექვსე საშუალო სკოლაში, რომელიც დავამთავრე 1970 წელს.
1975 წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დავამთავრე 1980 წელს იმავე წელს დავქორწინდი და მუშაობა დავიწყე ტყიბულის მეშვიდე საშუალო სკოლაში. სადაც ვმუშაობ დღემდე. მყავს მეუღლე და ორი შვილი. ვაჟი ირაკლი და ქალიშვილი ირინე- დაოჯახებული.
.