Saturday, August 17, 2013
ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრი კარგი პერიოდის გამოყოფა შემიძლია. ყველაზე საუკეთესო მათ შორის კი იყო სტუდენტობის წლები. ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში, განსაკუთრებით პრაქტიკების დროს, შემოვიარეთ თითქმის მთელი საქართველო. შორეული პრაქტიკა გავიარე ციმბირში. ვნახე ციმბირის ულამაზესი ბუნება ,მათ შორის მსოფლიოს ყველაზე ღრმა ტბა-ბაიკალი. მასში 336 მდინარე ჩაედინება , გამოდის ერთადერთი-ანგარა ,რომლის სათავე ნახევარი კილომეტრია და ამ სათავიდან გემით შევცურე ტბაში.
Thursday, August 15, 2013
ოკრიბის სასარგებლო წიაღისეული
პროექტის მთავარი
იდეა (თემა): ოკრიბა არც თუ ისე ღარიბია სასარგებლო წიაღისეულით . მინდა
მოსწავლეებმა მოიძიონ მასალები და გაიგონ რა
სიმდიდრეა ჩვენს მხარეში.

პროექტის მიზნები:
ოკრიბაში არსებული წიაღისეული სიმდიდრეების
დადგენა, შესწავლა. ნიმუშებისა და მზა ნაკეთობების მოპოვება. გეოგრაფიის კაბინეტის
შევსება (ჩვენ ვცხოვრობთ ოკრიბის „დედაქალაქ“ ტყიბულში, სადაც მოიპოვება ოკრიბის მთავარი
სიმდიდრე ქვანახშირი)
მონაწილეთა ასაკი:
მეცხრე კლასის მოსწავლეები
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც
შეიძლება შეიქმნას:შეგროვდება წიაღისეულის ნიმუშები,მზა ნაკეთობები. გეოგრაფიის
კაბინეტში მოეწყობა ოკრიბის სასარგებლო წიაღისეულის კუთხე.დაიწერება რეფერატი, შეიქმნება
ფოტოალბომი, ვიდეოფირი
პროექტისთვის
საჭირო ძირითადი რესურსები: ადამიანური რესურსი, ტრანსპორტი,
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, ხელსაწყოები ნიმუშების მოსაპოვებლად(ბარი, ნიჩაბი, წერაქვი)
ფურცელი, კალამი, ქსეროქსი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი
აქტივობები):მოსწავლეებს გავაცნობ სამუშაო გეგმას,დავუნაწილებ სამუშაოს. პირველ რიგში მოიძიონ თეორიული მასალა
ბიბლიოთეკებში, შემდეგ ნიმუშების მოპოვება ფოტო და ვიდეომასალის შეგროვება. მათი მოწესრიგება.
პრეზენტაციის მოწყობა.

პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ნარგიზი
იმნაძე
ხელმძღვანელის
ელ. ფოსტა:nimnadze1953@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:nimnadze1953.blogspot.com
Wednesday, August 14, 2013
ნარგიზი იმნაძე
მე, ნარგიზ იმნაძე, დავიბადე 1953 წელს ქალაქ ტყიბულში. 1960 წელს შევედი ტყიბულის #2საშუალო სკოლის პირველ კლასში. 1965 წელს გა დავედი ახლად დაარსებულ მეექვსე საშუალო სკოლაში, რომელიც დავამთავრე 1970 წელს.
1975 წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დავამთავრე 1980 წელს იმავე წელს დავქორწინდი და მუშაობა დავიწყე ტყიბულის მეშვიდე საშუალო სკოლაში. სადაც ვმუშაობ დღემდე. მყავს მეუღლე და ორი შვილი. ვაჟი ირაკლი და ქალიშვილი ირინე- დაოჯახებული.
.
1975 წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დავამთავრე 1980 წელს იმავე წელს დავქორწინდი და მუშაობა დავიწყე ტყიბულის მეშვიდე საშუალო სკოლაში. სადაც ვმუშაობ დღემდე. მყავს მეუღლე და ორი შვილი. ვაჟი ირაკლი და ქალიშვილი ირინე- დაოჯახებული.
.
Subscribe to:
Posts (Atom)